ავღანეთში შეიარაღებულ თავდასხმას 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი გარდაიცვალა.  პოლიციის ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები ქაბულში სამშობიარო კლინიკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, 15 კი დაშავდა. თავდასხმის დროს სამართალდამცველებმა საავადმყოფოდან 80-ზე მეტი ქალისა და ახალშობილის ევაკუაცია შეძლეს.

კიდევ ერთი თავდასხმა კი ქვეყნის აღმოსავლეთით, დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა. იქ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას აუღია.