თბილისში, ავჭალაში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა მეზობლებს შორის შელაპარაკება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.