ამირან გამყრელიძე კახეთში კორონავირუსის დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე ცნობით, პირი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით არის კახეთიდან, თუმცა, კახეთში ინფექციის შემთხვევა არ დადასტურებულა.

„კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა. კახეთში ინფექციის წყარო არ არის. წინასწარი ინფრომაციით, ის გახლავთ ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოეთი მეზობლიდან. მიმდინარეობს კვლევა, ადამიანს დაუდასტურდა კარანტინში და მისი კონტაქტია ეს ადამიანი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.