ჩოხატაურში, სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, დაზიანდა „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი, შენობის კედლები აგრეთვე, ჩამსხვრეულია მინები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფოტო: 1TV.GE