აფხაზეთიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში, 6 წლის ბავშვი ძლიერი დამწვრობით გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დამწვრობის ცენტრში 6 წლის ბავშვი ძლიერი დამწვრობით მოათავეს.

როგორც  კლინიკის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ბავშვს დამწვრობა ადუღებული წყლით აქვს მიღებული და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

“ბავშვი ამ წუთას მოთავსებულია დამწვრობის რეანიმაციის განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ადუღებული წყლით არის დამწვარი, მას დამწვარი აქვს ქვემო კიდურების უკანა ზედაპირები, გადმოყვანილია საგანგებო სიტუაციების რეანომობილით“, – განაცხადა ქაშიბაძემ.