ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა და გარდაიცვალა. შემთხვევა მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მთის მცენარეების მოსაგროვებლად იყო წასული, ის ფეხით გადაადგილდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.