ბოლნისის მუნიციპალიტეტი არარეგისტრირებულმა კიდევ 64-მა მოქალაქემ დატოვა

ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დღეს ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი, მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების გადაყვანის მერვე ეტაპი განხორციელდა.

მუნიციპალიტეტი დღეს კიდევ 64-მა არარეგისტრირებულმა მოქალაქემ დატოვა

მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება.

მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონაში დარჩენილმა 394-მა მოქალაქემ დატოვა.