საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი დაფიქსირებული შემთხვევიდან 2 ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდის მიმღებ ცენტრებში 332 პაციენტი მკურნალობს.
მისივე ინფორმაციით, 6 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის წყაროს უკავშირდება, 2 ზუგდიდს, 2 კი საკარანტინო სივრციდან არიან კლინიკაში გადაყვანილები.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.