ბოლნისის ცხელების ცენტრის 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 11  პირის საკვლევი მასალის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

  ბოლნისის ცხელების ცენტრის სპეციალისტებმა დედაქალაქში 11  პაციენტის ანალიზის ნიმუშები გუშინ გაგზავნეს.როგორც დღეს გახდა ცნობილი,პაციენტებს COVID-19 არ დაუდასტურდათ

ამსთან,მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსის 107 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 9 გამოჯანმრთელდა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, ბოლნისში განმეორებითი თერმოსკრინინგი 32 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.