ბოლნისში COVID19 კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში COVID19-ზე გამოსაკვლევად ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 67 საკვლევი მასალა გადაგზავნეს, საიდანაც კოვიდინფექცია ერთ პირს დაუდასტურდა.

დადასტურებული შემთხვევა სოფელ მუშევანს უკავშირდება. მუშევანიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ სულ 39 საკვლევი მასალა გაიგზავნა.