ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 52 ადამიანის ბიოკოგიური ნიმუში გადაიგზავნა, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს.
“ეპიდემიოლოგები და მედიკოსები ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას. ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაიგზავნა 52 ბიოლოგიური ნიმუში. გუშინ გამოკვლეული 98 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა,” – წერს გოგი მეშველიანი.
დეპუტატის ინფორმახიით, თერმოსკრინინგის მესამე ეტაპი დაიწყო ქალაქ ბოლნისში, სოფელ ვანათსა და ხატისოფელში. დღეს, სკრინინგი 7 602 მოქალაქემ გაიარა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 60 – ადამიანი, კარანტინში კი – 69 პირი.
ბოლნისში, სულ COVID-19-ის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილი.