ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული პირები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში სოფელ მუშევანიდან ექვსი, ხოლო სოფელ გეტადან სამი პაციენტის გადაიყვანეს.

ამ დროისთვის სოფელ მუშევანში ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებიდან ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ.  ხოლო სოფელ გეტაში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ისინი ცნობილ კლასტერებს უკავშირდება. კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები სოფელ მუშევანსსავანეთსა და გეტას უკავშირდება.