ბოლნისის მუნიციპალიტეტში COVID19-სგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26-ს შეადგენს.
სულ ბოლნისში COVID19-ის 121 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება 185 ადამიანი, ხოლო კარანტინში 96 პირი.
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას აჯამებს. როგორც მან აღნიშნა, დღეს, ბოლნისის მერიის შენობას და ბანკების შიდა ბანკნომატებს დეზინფექცია ჩაუტარდა.
მოხალისეთა ჯგუფების მიერ, გრძელდება ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების და სურსათის მიწოდება.
ამ დროისათვის სურსათის პაკეტით 12 507 ოჯახია უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.