ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით, COVID19-ის 107 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან ექვსი გამოჯანმრთელებულია, ორი კი – გარდაიცვალა.
მუნიციპალიტეტში, ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას. მიმდინარეობს ადგილობრივების კვლევა და კონტაქტების მოძიება.
ამ დროისათვის განმეორებითი თერმოსკრინინგი ბოლნისში 34 432 მოქალაქემ გაიარა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 275 – ადამიანი, კარანტინში კი – 99.