ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეტაში დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში მოქმედი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს.
“დილიდან გაიხსნა ბოლნისის მუნიციპალიტეტი თუმცა, სოფლ მუშევანსა და გეტაში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
დღეს, სოფელ გეტაში მოსახლეობას შევხვდით. გავეცანით ადგილობრივების საჭიროებებს და მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა პერიოდში და რა პირობების დაცვითაა შესაძლებელი ჩაკეტილი დასახლებების გახსნა. ასევე, ვისაუბრეთ არსებულ შეზღუდვებზე და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე,” – წერს გოგი მეშველიანი.
შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ორთვიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შედეგად დღეს გაიხსნა, თუმცა ბოლნისის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი კვლავ ძალაში დარჩა.