გარდაბანში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა

  დღეიდან, ქვემო ქართლის რეგიონში რიგით მესამე აგრარული ბაზარი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. ღია ტიპის სავაჭრო საბითუმო სივრცეში არსებულ ვითარებას დილიდან, პირადად აკონტროლებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები.

მათივე ცნობით, ადგილზე დასაქმებულებსა და მომხმარებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. სამუშაო პროცესი კი პირბადეებითა და ხელთათმანებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ხორციელდება.



📢🔊გარდაბანში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა#ქვემოქართლი #გარდაბანი

Geplaatst door TV4.ge op Zondag 3 mei 2020