სააპელაციო სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტს, გარდაბნის ყოფილი გამგებლის ,გოჩა ჯამარაულის თანაშემწის სამსახურიდან გათავისუფლების საკომპენსაციოდ 14 000 ლარის გადახდა დააკისრა-ამის შესახებ tv4-ს საიას რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე ფავლენიშვილმა განუცხადა.
როგორც მაშინდელი გამგებლის თანაშემწის, მარინე ონიანის უფლებადამცველი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაბნის გამგებლის თანაშემწედ 2016 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა,ხოლო 2017 წლის 8 დეკემბერს ის სამსახურიდან გარდაბნის მერის ბრძანებით გათავისუფლდა და მან დახმარების თხოვნით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა.
“პირველი ინსტანციის სასამრთლომ მარინე ონიანი სამსახურში არ აღადგინა, მაგრამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას კომპენსაციის სახით 14 000 ლარის გადახდა დააკისრა, მის სასარგებლოდ. იმის, გამო ,რომ მისი პოზიცია უკვე გაუქმებული იყო გარდაბნის მერიაში, აღარ მოხდა მისი აღდგენა თანამდებობაზე. მუნიციპალიტეტის მერიამ რუსთავის საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
დღეს იყო ჩანიშნული სააპელააციო სასმართლოს სხდომა,სადაც ძალაში დატოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება . ეჭვი მაქვს ,რომ გარდაბნის მერია გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში, ამ ეტაპზე კი, მუნიციპალიტეტის მერიას კვლავ დაკისრებული აქვს 14 000 ლარის გადახდა. “-განაცხადა ეკატერინე ფავლენიშვილმა
როგორც ფავლენიშვილმა tv4-თან განაცხადა, გარდაბნის ყოფილი გამგებლის თანაშემწე მარინე ონიანი, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა.
” გათავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლით,რომელშიც არის პუნქტი, სხვა ობიექტური გარემოება , რომლის დასაბუთებაც გარდაბნის მერის მხრიდან არ მომხდარა,ამაზე ნამსჯელი აქვს რუსთავის საქალაქო სასამრთლოს ანუ გათავისუფლება იყო უკანონო.”-განაცხადა ეკატერინე ფავლენიშვილმა
გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ზემდგომ ინსტანციაში-ამ კითხვით tv4-მა მუნიციპალიტეტს მიმართა.
როგორც გარდაბნის მერიაში აცხადებენ,სააპელაციო სასამართლოს პასუხი მუნიციპალიტეტის მერიას არ ჩაბარებია და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.