საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ გამარჯვებაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების შენობა მოინახულეს.
დღესვე, ავთანდილ თალაკვაძემ სოფელ გამარჯვების ცენტრს, სასწრაფო დახმარების სრულად აღჭურვილი ავტომობილი გადასცა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.