გიორგი გახარია-შეზღუდვები გვჭირდება,მაგრამ საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი არა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და  განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები საჭიროა, მაგრამ  საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი არა.  

“ჩვენ, სხვებთან შედარებით, COVID 19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დავამარცხეთ, არა. არავინ იფიქროს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით, ან უკვე კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რათა ეს შეზღუდები იყოს გონივრული, ეფექტური და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.