დინამიკა ისე მიდის, ბოლნისშიც შემსუბუქდება საკარანტინე რეჟიმი-ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც შემსუბუქდება საკარანტინე რეჟიმები, ისევე როგორც თეთრიწყაროში, რადგან ამ დღეების განმავლობაში არის გავცელება მხოლოდ ბოლნისის ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში, სადაც კონტროლირებადია ეს პროცესი.”-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახრლმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მხარის პირველი პირის განცხადებით, დაავადებაუკან იხევს და  მოსახლეობამ რეკომენდაციები დაცვა უნდა გააგრძელოს.

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც შემსუბუქდება საკარანტინე რეჟიმები, ისევე როგორც თეთრიწყაროში, რადგან ამ დღეების განმავლობაში არის გავცელება მხოლოდ ბოლნისის ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში, სადაც კონტროლირებადია ეს პროცესი. ბოლო მონაცემებით, 150 საკვლევი მასალიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც უკან იხევს დაავადება. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, იქაც თავისუფლად გადადგილების საშუალება მიეცემა მოსახლეობას, თუმცა ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, რომ კიდევ უფრო ფრთხილად, კიდევ უფრო მეტი მონდომებით დავიცვათ რეკომენდაციები, ქცევის წესები და შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტები გაუქმდა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა. მარნეული კოვიდ 19-ის პირველი დადასტურებული ფაქტის შემდეგ 23 მარტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.