ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამი ეტაპი დაასახელა

 ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამი ეტაპი დაასახელა .როგორც ნათია თურნავამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, პირველ ეტაპზე ინდუსტრიის მომზადება მოხდება, მეორე ეტაპზე 15 ივნისიდან, ადგილობრივი ტურიზმი აღდგება. მესამე ეტაპზე კი, საერთაშორისო ტურისტების მიღება მოხდება.

ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული გეგმა, რომლითაც მოვემზადებით გახსნისთვის. პირველ ეტაპზე ესაა რასაკვირველია ტურისტული ინდუსტრიის დახმარება, რომ დავნერგოთ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული უსაფრთხო სტანდარტები. იგივე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და აეროპორტებში, განთავსების და კვების ობიექტებში, გიდებთან.როგორც კი დამტკიცდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები მათ დავნერგავთ.

მანამდე ჩვენ ლოკალური გაიდლაინებით ვამზადებთ ამ ინდუსტრიას. სატრანსპორტო კომპანიებს შეეხებათ ეს. ასევე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადახვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან, რომელთაც უკვე დაიწყეს ერთმანეთში საზღვრების გახსნის პროცესი და ჩვენ ამის თანამონაწილე უნდა გავხდეთ.  ასევე ვმუშაობთ ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე, ეს იქნება პირველი დერეფნები, რომლის შიგნითაც ტურისტები საქართველოსკენ და საქართველოდან იმოძრავებენ . გვაქვს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან იმ მიმართულებებზე, სადაც უახლოეს პერიოდში აღდგება ოპერირება და რა არის ამისთვის გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი მარკეტინგული სტრატეგია გადაეწყობა ახალი იმიჯის გასამყარებლად, საქართველო როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.

მეორე ეტაპი, ესაა გახსნა 15 ივნისს ჩვენი ბაზრის შიდა ტურიზმისთვის ამ დროისთვის უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეძლებს ესტუმროს სასტუმროებს. მესამე ეტაპია – პირველი ივლისი, როდესაც მზად ვიქნებით, რომ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა დაემთხვევა ამ მომენტს. ეს ყველაფერი მოხდება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრიორიტეტის დაცვით და ამ ეტაპისთვის ფრენების ეტაპობრივი აღდგენა მოხდება“, – განაცხადა თურნავამ.

 ამასთან თურნავას განცხადებით,  პირველივე ეტაპზე ტურიზმის სექტორმა მთავრბისგან უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები მიიღო, რითაც 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა უკვე ისარგებლა.

„უკვე ჩანდა, რომ ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდება შემდეგ თვეებში, ჩვენ შევთავაზეთ ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრისა და კონსულტაციის შედეგად მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები და ოთხი თვით მთლიან ბიზნესსექტორს მიეცა შესაძლებლობა, გადავადებულიყო ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის პირველ ნოემბრამდე

ასევე ჩვენ მყისიერად გავაფართოეთ მცირე სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეგიდით ხორციელდება – როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს, 80 პროცენტიანი სუბსიდირება ხდებოდა. თუ აქამდე ეს იყო 20 ნომრამდე ზომის სასტუმროები, ჩვენ მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება და 50 ნომრამდე სასტუმროებზე გავავრცელეთ იგივე პროგრამა. დღეის მონაცემებით, უკვე  2200-მა სასტუმრომ დააფიქსირა სურვილი, რომ ესარგებლა ამ შეღავათით.”

 როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ ასევე ტურისტულ ინდუსტრიას შუამდგომლობა გაუწია კომერციულ ბანკებთან და უმეტეს მათგანისთვის საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა.

“ყველაზე მეტად წონადი ამ ბიუჯეტში არის საგადასახადო შეღავათები, რომელიც ჯამში ქონების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის გადავადება 135 მილიონ ლარს იწონის. რა თქმა უნდა, სერიოზული რესურსი სულ მცირე 60 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის და ჩვენ ვვარაუდობთ რომ სულ მცირე 3000 კომპანია ისარგებლებს ამ დახმარებით და ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის მხარდაჭერის პაკეტი არის 5 მილიონი ლარი,“- განაცხადა ნათია თურნავამ.”-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა