საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქის, ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
„საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის, რუბენ სადოიანის, ინიციატივით დღეს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე, ქალაქ ერევნის ქუჩებში, სარეკლამო ბანერები განათებული იყო საქართველოს დროშის ფერებში. გილოცავთ, მოძმე საქართველო!“, – წერია მილოცვაში.