თბილისის მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით,განმარტებას აკეთებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისშია მოსალოდნელი.

მისი თქმით, მერია სრულ მზადყოფნაშია და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდება.

“ზუსტი თარიღი უცნობია. ჩვენ ეგ ინფორმაცია არ გვაქვს. ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დავსვი, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს.ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაშია არიან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას. დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ველოდებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას სავარაუდოდ ივნისის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ”, — განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ საჭირო იქნება, ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად, მერია სათადარიგო ავტობუსებს დაამატებს.