საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. თეთრიწყაროდან ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინო სივრციდან კორონავირუსზე საკვლევად დედისა და მისი ორი შვილის, ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. ბავშვებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. აღსანიშნავია, რომ ერთი მცირეწლოვანი 4 წლისაა, ხოლო მეორის -7.
პაციენტებს უახლოეს მომავალში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.