თეთრიწყაროში 129 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გუშინ აღებული 129 საკვლევი მასალის შედეგები ცნობილია და კოვიდინფექცია არც ერთს პირს არ დაუდგინდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბოლო კვლევის შედეგად, “კოვიდ19”-ის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

დღეისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 34-ს შეადგენს.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 12, ხოლო კარანტინში 39 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 14 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 17 886 პირს, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება – 804 პირს. 26 აპრილიდან დღემდე თეთრიწყაროს მუნიციპალურ ცენტრში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.