თეთრიწყაროში 21 გამოკვლეულ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თეთრიწყაროდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 21 საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი უარყოფითია.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 43 ადამიანს აქვს დადასტურებული.

უკვე მერვე დღეა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია. შესასვლელებში სამი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოქმედებს, სადაც 24-საათიან რეჟიმში ძალოვანი უწყებები მუშაობენ.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 215 გამოჯანმრთელდა.