თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ოთხით გაიზარდა. ჯამში მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან 10 ადამიანი განიკურნა.
მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. 33 საკვლევი მასალიდან, 31 ტესტის პასუხი უარყოფითია, 2-ის პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან.
დღეისათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 54 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინში 12 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 24 ადამიანი რჩება .
სტაციონარში მკურნალობის კურსს 44 პაციენტი გადის. მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 14 971 პირს ჩაუტარდა, PSR ტექნოლოგიით კი 379-ია გამოკვლეული