საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის სამედიცინო ექსპერიმენტში ერთვება. ამის შესახებ მის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “ტელეკომპანია პირველთან” განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან 4 პრეპარატს გამოიყენებენ.
“კვლევაში 4 პრეპარატი იქნება გამოყენებული. ეს არის ახალი და ყველაზე უფრო იმედისმომცემად ჩათვლილი რემდესევირი, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი პლაქვენილი და კიდევ ორი პრეპარატი. “ლოპიდავირ რიტონავირი”, რომელიც შიდსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება და ჩვენც რამდენიმე შემთხვევაში გამოგვიყენებია და მეოთხე გახლავთ იგივე “ლოპიდავირ რიტონავირი” პლუს “ბეტა ინტერფერონი”.
პაციენტები აბსოლუტურად ნებაყოფლობით ჩაერთვებიან და ყველა მოაწერს ხელს ინფორმირებულ თანხმობას”,-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორის განცხადებით აღნიშნულ პრეპარატებს აქვთ გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა სხვა პრეპარატებზე მეტი და არა სიცოცხლისთვის საშიში. მისივე თქმით, ამ 4 მედიკამენტის გამოყენება 7 კლინიკაში მოხდება, მათ შორის კვლევაში ის კლინიკები ჩაერთვებიან, ისინი, რომლებიც კორონავირუსზე პაციენტებს აქტიურად მკურნალობენ.