რა წესების დაცვა მოუწევთ სილამაზის სალონებს ამუშავების შემდეგ?!

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 18 მაისიდან სილამაზის სალონები იხსნება- თუ რა პროცედურები იმოქმედებს სალონებში და ესთეტ ცენტრებში ამის შესახებ ეკონომიკის  მინისტრმა ისაუბრა. 

ნათია თურნავას განცხადებით, სალონებში ელექტრონული რიგები დაწესდება და სოციალური დისტანცია დაცული იქნება

„უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები. ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, – განაცხადა თურნავამ.

დამატებით განმარტებას აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც:

“ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს პროცედურების მიღება,უნდა იყოს შესასვლელში დეზობარიერი,სადაც არის 20ზე მეტი დასაქმებული უნდა განხორციელდეს ტემპერატურული სკრინინგი,უნდა იყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სალაროსთან,უნდა იყოს იქ სადაც ვერ ხორციელდება დისტანციების დაცვა, დროებითი დამცავი ბარიერების აღმართვა,რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ვირუსის გავრცელებას. “-აცხადებენ უწყებაში 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონები, რომელიც მცირე ბიზნესის ძალიან დიდი სეგმენტია, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო.ამასთან, თურნავა ამბობს, რომ სილამაზის სალონები პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც ამოქმედების შემდეგ იქნება დაწესებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ 18 მაისიდან საქართველოში სილამაზის სალონები და ესტეთ ცენტრები ამუშავდება.