იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში COVID19-ით 75 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დრომდე იტალიაში კორონავირუსის შედეგად 33 415 ადამიანი გარდაიცვალა. ეს აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
იტალიაში დღემდე COVID19-ით 233 019 ადამიანი დაინფიცირდა. იტალია ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა აშშ-ის, რუსეთის, ესპანეთის, ბრიტანეთისა და ბრაზილიის შემდეგ.