იუსტიციის მინისტრის ბრძანება-ვის შეუძლია, დაესწროს ქორწინების რეგისტრაციას?!

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის №543-ე ბრძანების მიხედვით, 15 ივლისამდე პერიოდში წყვილის ქორწინების რეგისტრაციის რიტუალზე დასწრების უფლება მხოლოდ წყვილის მშობლებს, ქორწინების მოწმეებს და ფოტოგრაფს ექნებათ. 

მინისტრის ბრძანებით, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვაც.

“სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა,” – აღნიშნულია ბრძანებაში.