მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი სასწრაფო დახმარების ცენტრის მენეჯერია.
როგორც მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” აცხადებენ, ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში დღეს კიდევ ორი პაციენტის ანალიზის ნიმუშები გადააგზავნეს. პასუხები სავარაუდოდ, დღის განმავლობაში ან ხვალ გახდება ცნობილი.