მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი ადმინისტრაციული ერთეულის – ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარია.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ალგეთის მოსახლეობა სასმელი წყლის არ ქონას 2 წლის განმავლობაში აპროტესტებდა. ადგილობრივებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს და თბილისის “წითელი ხიდისკენ” მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები გარდა სასმელი წყლის პრობლემისა, იმასაც აპროტესტებდნენ, რომ სოფლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება არ ხდება.