მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ჯგუფი სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდა.
როგორც TV4-ს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სხვადასხვა რეგიონიდან მარნეულში სულ ექვსი ჯგუფი ჩავიდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა რაიონებში პერსონალის დეფიციტი ან რაიმე ტიპის შეფერხება იქნება.
„დღეს მარნეულში კოვიდ-19 სასწრაფო – სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებულები ამ დროისთვის ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება.
იმ მიზნით, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს შეუნარჩუნდეს უწყვეტი გადაუდებელი დახმარების საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების პერსონალი იქნა მობილიზებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა რაიონებში პერსონალის დეფიციტი ან რაიმე ტიპის შეფერხება იქნება. ახალი ჯგუფები სრულად ჩაანაცვლებენ იმ პერსონალს, რომელიც მარნეულის შესაბამის დაწესებულებაში მუშაობდნენ”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა.