ერთი დღის განმავლობაში აღწერილი მოსახლეობის 100 % იქნა გამოკვლეული, წინაპირობებიდან გამომდინარე ველოდით კიდეც ამგვარ შედეგებს, რაც აისახა 18 დადასტურებულ შემთხევაში,-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშილმა განაცხადა.
მხარის პირველი პირის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში გატარებული ეპიდემიოლოგიური სამუშაოების შედეგად, ეპიდემიოლოგიური სურათი ცნობილია და ინფიცირებული პირების ყველა კონტაქტი მოძიებულია.
“ეს არის საჭირო კვლევა, ყველა წინაპირობაა შემქნილი, მთლიანად ეპიდემიოლოგიური სურათი ცნობილია ჩვენთვის, ეს ხალხი კლინიკაში გადავიდნენ, მათი ოჯახი და კონტაქტები არიან საკარანტინო სივრცეებში. რეალურად შესაძლებელი ხდება, რომ გარდატეხა იყოს სასიკეთოდ. “-განაცხადა მხარის პირველმა პირმა ,შოთა რეხვიაშილმა
ამასთან ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან, არცერთი პაციენტის მდგოამრეობა მძიმე არ არის და ისინი კოვიდის მიმღებ სხვადასხვა დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
“17 არის სოფელი მუშევანიდან, ერთ არის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი. არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე,ყველა არის უსიმპტომო, უბრალოდ არის დადასტურებული კორონავირუსი. “-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა📢ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა📢მუშევანში სულ COVID19-ის 73 შემთხვევაა დადასტურებულიhttps://bit.ly/2zDRMcZ
Geplaatst door TV4.ge op Zondag 31 mei 2020