ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულთა პირების კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს.
სოფელ მუშევანში ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიის ჯგუფი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები იმყოფებიან.
მედიკოსები კორონავირუსით დაინფიცირებული პირების კონტაქტებიდან ბიოლოგიურ ნიმუშებს აიღებენ და ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება. კორონავირუსზე პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
სოფელ მუშევანში ამ დროისთვის 20 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.