სულ უფრო მეტი ქვეყანა მომავალში დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნიდან ტურისტები ჩამოვლენ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათი თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თურნავა აცხადებს, სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების შესახებ თარიღები დასახელდება.მისივე ცნობით, ისრაელმა საქართველო, დაასახელა,როგორც ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, სადაც ვარაუდოებენ, რომ შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ,მათი ტურისტები ჩავლენ.
ეკონომიკის ქვეყნებმა ყველა ის ევროპის ქვეყანა დაასახელა, საადაც,რომლის მიმართულებითაც შესაძლოა სულ მალე ფრენები აღდგეს.
“მე არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მათ შორის ეს არის ევროპის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთთან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას და ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები და რეგიონის ქვეყნები. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება არა მარტო დასტური კომპანიებიდან, არამედ კონკრეტული თარიღები დასახელებული“,- აცხადებს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს რეგულარული ფრენები.
„მათ შორის არიან „ვიზეარი“, „რაინეარი“, „ისრაელის ავიახაზები“, „თურქეთის ავიახაზები“, „ყატარის ავიახაზები“ და არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა – ერთი, ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან, ყველა უსაფრთხო წესების დაცვით ფრენების დაწყებისთვის.”-განაცხადა თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკისა მინისტრის ინფორმაციით, მისი უწყება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ წესებისა და გაიდლაინების პროექტზე მუშაობს და ის უკვე რამდენიმე დღეში საჯარო გახდება.
ნათია თურნავას განცხადებით, გაიდლაინების პირველი პროექტი, „დრაფტი“ უკვე მზადაა.
„ტურიზმთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია გაიდლაინების დანერგვა, რადგან მართლაც ერთია, რომ ჩვენ შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება კარანტინებთან მიმართებაში, რომ დავიცვათ უსაფრთხოება. ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა კარანტინში მყოფებთან, ეს შეეხება ასევე ნარჩენების გატანა-უტილიზაციას, დისტანციურ მომსახურებას პერსონალსა და „დამსვენებლებს“ შორის, სოციალური დისტანციის დაცვას. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ერთადერთი არ არის. მეორე და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დადგენილი იყოს საერთაშორისო ნორმების მიხედვი“, – აღნიშნა მინისტრმა.







