ექთანი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში განაგრძობს.
ქალი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გუდაურის საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, ის კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს, თუმცა მკურნალობის კურსის დაწყებიდან 2 დღეში მას სიმპტომები მოეხსნა.
ქალი ცხელების ცენტრში 1-ლ მაისს გადაიყვანეს და 8 მაისს კვლავ საკარანტინე სივრცეში დაბრუნდა, სადაც კარანტინის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე კოვიდ-19 დაუდასტურდა.
შემთხვევის გამო, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის დაავადმყოფოს 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო განყოფილებაში კარანტინია გამოცხადებული.