ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, კლინიკაში თეთრიწყაროდან შეყვანილი არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„საბედნიეროდ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არასრულწლოვნების მასაში, როგორც საერთაშორისო სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენთანაც ვირუსი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. საბედნიეროდ, მათთან დიდ პრობლემებს არ შევხვედრილვართ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოზარდები ყოველთვის საფრთხილო კონტინგენტია“ , – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.