რუსთაველებს მოხალისე STOPPER-ებად დარეგისტრირება მერიის ჩატ ბოტის დახმარებითაც შეუძლიათ (+ვიდეო)

რუსთავში მოხალისე Stopper-ების ჯგუფში 200-მდე რუსთაველია რეგისტრირებული,მსურველებს ჯგუფში გაწევრიანება რუსთავის მერიის ჩატ ბოტის „Ci Bot” დახმარებითაც შეუძლიათ-ამის შესახებ  გადაცემა „ღია ეთერში“ რუსთავის სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზროდობის ცენტრის ხელმძღვანელმა გეგი ლიპარტელიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისე სტოფერების კამპანიაში რუსთაველები აქტიურად არიან ჩართულები და მსურველების რაოდენობა ამ დრომდე იზრდება.

მოხალისეთა ძირითადი საქმიანობა, მარტოხელა მოხუცებისთვის სახლში პროდუქტის მიტანა და საინფორმაციო ბარათების გავრცელებაა.

სოციალური კამპანია COVID STOPPER ორი თვის  დაიწყო და მას შემდეგ საქმიანობას აქტიურად განაგრძობს.