რუსთაველი სტუდენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “ტვ4”-ს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.
ქალაქის პირველი პირის ცნობით, განმეორებითი ტესტი “კოვიდ19”-ზე უარყოფითი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსისგან განიკურნა.
პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს.
ინფორმაციისთვის,ამ დროისთვის რუსთავში “კოვიდ19”-ით ინფიცირებული ცხრავე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.
რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი გამოჯანმრთელდა📢რუსთავში COVID19-ით ინფიცირებული სტუდენტი გამოჯანმრთელდა📢რუსთავის მერის ინფორმაციით, პაციენტმა საკარანტინო დაწესებულებაში გადაინაცვლა📢რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა დაფიქსირდა და უკვე ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა
Geplaatst door TV4.ge op Maandag 18 mei 2020