რუსთავი და გარდაბანი გახსნილია-ქალაქებში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან რუსთავსა და გარდაბანში მიმოსვლა  აღდგა. ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა შესვლისა და გასვლის თვალსაზრისით მოიხსნა.

საკონტროლო გამშვები პუნქტების დემონტაჟი გუშინ განხორციელდა. 

ამასთან, შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება საკარანტინე ზონად გამოცხადებულ მარნეულშიც.

შეგახსენებთ,გადაადგილებაზე შეზღუდვები თბილისში 11 მაისიდან მოიხსნა, 5 მაისიდან შეზღუდვა უკვე მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.

ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი, რომლის დროსაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება.

ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.