რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ამ დროისთვის საკუთარი ტესტის პასუხს კოვიდ-19-ზე ერთი ადამიანი ელოდება. პაციენტმა 112- მიმართა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მომატებული ტემპერატურისა და გამოხატული სიმპტომატიკით ბინიდან ცხელების ცენტრში გადაიყვანა.
როგორც კლინიკის ეპიდემიოლოგი აცხადებს, პაციენტს ტესტს კოვიდ-19-ზე დღეს აუღებენ და დღის მეორე ნახევარში საკვლევ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები ვირუსზე ხვალ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება გუშინ ლუგარში გაგზავნილი ორი საკვლევვი მასალის პასუხებს, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. პაციენტები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს და ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში ამ დრომდე ვოდიდ-19-ის 9 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 8 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით თვითიზოლაციაში 9 ადამიანი იმყოფება.









