რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში გამოკვლეულ 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში კორონავირუსზე კიდევ 3 პაციენტი გამოიკვლიეს. ადგილობრივმა მედიკოსებმა მათი ბიოლოგიური ნიმუში აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები დღეს გახდა ცნობილი და არც ერთ მათგან კოვიდინფექცია არ დაუდგინდა. როგორც TV4-ს რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში განუცხადეს, პაციენტები ბინაზე უკვე გაეწერნენ.

მედიკოსების თქმით, რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში ცხელებით ამ დროისთვის ერთი პაციენტია მოთავსებული და კორონავირუსზე მასაც გამოიკვლევენ. მის ბიოლოგიურ ნიმუშს მედიკოსები უახლოეს დროში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

შეგახსენებთ, რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში COVID19-ზე ჯამში 300-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კოვიდინფექცია 2 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ რუსთავში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდგინდა და ყველა მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.