რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წელი მიულოცა (+ვიდეო)

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამოქალაქე, მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებს,  ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე  წელი მიულოცა.

ვეტერანებს  სასურსათო პაკეტები გადაეცათ  და ფულადი დახმარება გაეწიათ. ჯამში 31 რუსთაველს გაეწია  დახმარება , მათგან 3 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. სასურსათო კალათების გადანაწილების პროცესში , თავად იყო ჩართული რუსთავის მუნიციპალიტეტის პირველი პირი,  ირაკლი ტაბაღუა.  

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განკარგულებით , ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 500 ლარს მიიღებენ.

შესაბამისად , დღეს რუსთაველ ვეტერანებს სასურსათო კალათების გარდა,  500 ლარი გადაეცათ. ფულადი დახმარება  მიიღეს, ასევე, დანარჩენმა მათთან გათანაბრებულმა ომის გმირებმაც.

რუსთავის მერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

📣რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამოქალაქე, ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წელი მიულოცა✔️ვეტერანებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ და ფულადი დახმარება გაეწიათ✔️რუსთაველ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 500 ლარი გადაეცათ, ფულადი დახმარება მიიღეს, ასევე სხვა მათთან გათანაბრებულმა ომის გმირებმაც

Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 9 mei 2020