ხვალიდან შიდასაქალაქო ტრანსპორტი აღდგება, კერძოდ მუშაობას აახლებენ როგორც მუნიციპალური ავტობუსები,ასევე M2 კატეგორიის მიკროავტობუსები(მარშუტკები). ამის შესხებ tv4-ს რუსთავის მერის მოადგილე ,ბესო ტოგონიძემ განუცხადა.
მანვე, tv4-თან ის რეკომენდაციები განმარტა, რომლის დაცვაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება აუცილებელი.

“კომპანიებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, შევხვდით ,გავაცანით რეკომენდაციები და გადავეცით ასევე, ასევე თერმომეტრები,რომლითაც თერმოსკრინიგის პროცედურას ჩაატარებენ.“-განაცხადა ბესო ტოგონიძემ
მისივე ცნობით, ყველა სახის შიდასაქალაქო ტრანსპორტს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.
როგორც ცნობილი ხდება მგზავრთა გადაყვანაზე რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდვა არ დაწესდება, თუმცა ბესო ტოგონიძე აზუსტებს,რომ ფეხზე მდგომ მგზავრის გადაყვანა აკრძალულია. მისივე თქმით, მგზვრობის ღირებულების საფასური უცვლელი დარჩება.

თუმცა ტოგონიძის ცნობით, იმის გამო,რომ აღნიშნული მინივენები (რუსთავი -ვაკე) რეგულარულ მარშუტებს ახორციელებენ, მათ იმ რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ,რაც მაგალითად “ინტერტრანსის” მიკროავტობუსებს მოეთხოვებათ.