ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაფასებლად თერმოსკრინინგი კარდაკარის პრინციპით უშუალოდ იმ სოფლებში დაიწყება, რომლებიც ამ დროისთვის ჩაკეტილია.
პროცესი კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის შეფასებას ისახავს მიზნად, რათა ჩაკეტილი ერთეულები ეტაპობრივად გაიხსნას.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება. გუშინ ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 131 საკვლევი მასალა გაიგზავნა. ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ცენტრის დახმარებით 116 ბიოლოგიური საკვლევი ნიმუში სოფელ მუშევანში, ხოლო 15 სოფელ გეტაში აიღეს.
უკვე დასრულდა რისკჯგუფების კვლევა სოფელ სავანეთში, სადაც არცერთი ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.
ამ დროისთვის ბოლნისში COVID19 -ის 122 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 46 გამოჯანმრთელებულია და სამი გარდაცვლილი. თვითიზოლაციაში იმყოფება 73 ადამიანი, კარანტინში კი – 69 პირი.







