ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის მამამ 29 წლის შვილს დანით ჭრილობები მიაყენა.
ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.