გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.
მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის N01-123/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებას აკრძალვა 2020 წლის 22 მაისამდე იქნება.
წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას. საბოლოო გახსნის ვადები დამოკიდებული იქნება შეფასებასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას ითვალისწინებს სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დაწესებული აკრძალვების მოხსნა მე-4 ეტაპზე იგეგმება.