საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 731 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ინფიცირებული 731 პირიდან 526 გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი.